კატალოგი
შავი ტორტი თეთრი კრემით
2 კვერცხის და 2 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილით გავაკეთოთ გოგლი-მოგლი, შევაზილოთ 100 გრამი დარბილებული კარაქი, 2 სუფრის კოვზი კაკაო, 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, დავასხათ ორი ჩაის ჭიქა ცივი რძე, დავამატოთ სოდა - გახსნილი ძმარში, ვანილი, ცოტა მარილი და კარგად გავთქვიფოთ; დავაყაროთ 3 ჩაის ჭიქა ფქვილი და მოვზილოთ ცომი. თუნუქის ფურცელზე დავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი, წავუსვათ კარაქი და დავასხათ მომზადებული ცომის მასა. შევდგათ გაზქურაში და გამოვაცხოთ. მოვამზადოთ კრემი შემდგენაირად: 250 გრამი კარაქი გავთქვიფოთ გათეთრებამდე და შევურიოთ ცოტ-ცოტა შესქელებული რძე, ისევ ვთქვიფოთ მიქსერით, სანამ არ მივიღებთ ერთგვაროვან, ჰაეროვან მასას. გამომცხვარი ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, დავნაყოთ მაგარი ყავის ნაყენისა და ცოტა კონიაკის ნარევით, წავუსვათ კრემი, დავაფაროთ მეორე ნახევარი, ზემოდანაც წავუსვათ კრემი და მოვრთოთ ტორტის მოსართავით. მასალა: კვერცხი - 2 ცალი შაქრის ფხვნილი - 3 ჩაის ჭიქა კარაქი - 350 გრამი რძე - 2 ჩაის ჭიქა კაკაოს ფხვნილი - 2 სუფრის კოვზი შესქელებული რძე - 1 კოლოფი სოდა - 1 ჩაის კოვზი ძმარი - 1 სუფრის კოვზი მარილი, ვანილი, ყავა, კონიაკი - გემოვნებით