კატალოგი
წითელი პამიდორი ნიგვზით იმერულად

ბეჭდვა ![]() |
![]() |
ახალი, საღი პამიდორები გავრეცხოთ ცივ წყალში. დავჭრათ თითოეული ექვს ან რვა ნაწილად და მოვათავსოთ შესაფერის ღრმა ჭურჭელში, ჩავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, ნიორი, მწვანე წიწაკა, ქინძი, კამა, ოხრახუში და წმინდად დანაყილი ნიგოზი. ყველაფერი ეს შევაზავოთ მარილით და კარგად ავუროთ ერთმანეთში. შეიძლება დავამატოთ ცოტა ძმარი. სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ წვრილად დაკეპილი ახალი კამა.
მასალა:
პამიდორი - 500 გრამი
ნიგოზი - ¾ ჩაის ჭიქა
ძმარი - 1-2 სუფრის კოვზი
ნიორი - 1-2 კბილი
წიწაკა, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ორი მთლიანი კვერცხისა და ერთი ჩაის ...

მწვანე ლობიო ჩვეულებრივი წესით მოვხ...

სალათისათვის საჭირო ჭურჭელს წავუსვა...

გაზაფხულივით მრავალფეროვანი...

ქაშაყი გავასუფთავოთ, გამოვაცალოთ ში...

1 კილოგრამ პურის (შვრიის) ორცხობილა...