კატალოგი
კიტრის მწნილი

ბეჭდვა ![]() |
![]() |
კიტრის მწნილის მოსამზადებლად შევარჩიოთ ქორფა, ახალი კიტრები, გავრეცხოთ ცივ წყალში, შემდეგ სუფთა კასრში ან თიხის ჭურჭელში ჩავაფინოთ ახალი კამის, ოხრახუშის და ნიახურის ფოთლები, წიწაკა, დაფნის ფოთლები, მკვახე ყურძენი, დაჭრილი ხარდალი, დაჩეჩქვილი ნიორი. კიდევ ჩავაწყოთ კიტრები და მასზე თანდათან მოვაყაროთ აღნიშნული ბოსტნეული, სანამ კასრი არ აივსება. ზემოდან დავაფაროთ კამის, ოხრახუშის და ნიახურის ფოთლები, დავასხათ მარილით შეზავებული ადუღებული და შეგრილებული წყალი იმდენი, რომ კიტრის შემადგენლობას ფარავდეს. დავადოთ რაიმე სიმძიმე, დავახუროთ თავი და დავდგათ გრილ ადგილას.
მასალა:
კიტრი - 1 კილოგრამი
მარილი - 25 გრამი
ახალი კამა, ოხრახუში, ნიახური - 300 გრამი
ნიორი - 50 გრამი
მწვანე ყურძენი - 100 გრამი
ხარდალი - 50 გრამი
წიწაკა - 5 გრამი
პოპულარული რეცეპტი

მოვამზადოთ პიურე მშრალი ყვითელი მუხ...

მუხუდო გავარჩიოთ, გავრეცხოთ და დავა...

ახლად დაწურული თეთრი ყურძნის ტკბილი...

ყველა კომპონენტი ფრთხილად გადავურიო...

200 გრამ ხაჭოს დავამატოთ 100 გრამი ...

ქორფა ღანძილი გავარჩიოთ, გავრეცხოთ ...