კატალოგი
ცომში გამომცხვარი ქაშაყი
| ბეჭდვა |
ქაშაყი გავასუფთავოთ, გამოვაცალოთ შიგნეულობა და გავაშროთ. მსუბუქად მოვაყაროთ მარილი და გავჭრათ სიგრძეზე. ფქვილის, წყლის ან რძისაგან, კვერცხისაგან (ყველაფერს უნდა მოვაყაროთ მარილი), მოვზილოთ თხევადი ცომი. ქაშაყის ნახევრები ამოვავლოთ ცომში და მაშინვე გამოვაცხოთ დიდი რაოდენობით ცხიმში (თევზი ცხიმში უნდა ცურავდეს). ვწვათ მანამდე, სანამ ქაშაყის ზედაპირი მოოქროსფრო არ გახდება.
მასალა:
1 კილოგრამი წვრილი საღი ქაშაყი
3-4 სუფრის კოვზი ფქვილი
1 ცალი კვერცხი
ცოტა წყალი ან რძე
მარილი
შესაწვავად საჭირო ცხიმი
პოპულარული რეცეპტი

ანანასი, ბანანი და ვაშლი დავჭრათ კუ...

საზამთროს კანი მოვამზადოთ ჩვეულებრი...

თეთრი პურის ნაჭრები დავჭრათ კუბიკებ...

ცოტა შემწიფებული სახრავი ატამი გავფ...

ხორცი დავჭრათ 2X2 სმ ზომის კუბიკება...

საფუარი გავხსნათ თბილ რძეში, დავამა...


