კატალოგი
ხორცის ღვეზელი
სალა დავჭრათ წვრილ ნაჭრებად, მსუბუქად მოვხრაკოთ. დავამატოთ წვრილ რგოლებად დაჭრილი წიწაკა. ტვინს მოვაცილოთ აპკი, მსხვილად დავჭრათ, შევურიოთ 1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ხახვი და შევწვათ სალასთან ერთად. დავამატოთ მარილი, წითელი და შავი პილპილი და მოვაყაროთ ოხრახუში. როდესაც ყველაფერი შეიწვება დავასხათ ათქვეფილი კვერცხი. როგორც კი კვერცხი გამაგრდება, ტვინი გადმოვიღოთ ცეცხლიდან. რამშტექსები კარგად დავბეგვოთ, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. შეგრილებული მასა შიგთავსისათვის ხორცის ნაჭრებზე თანაბრად გადავანაწილოთ, ეს ნაჭრები დავახვიოთ მილაკებად და შემოვუჭიროთ ძაფი. რულეტები ტაფაზე დავალაგოთ და შევწვათ ყველა მხრიდან. ხახვი და ნიორი წვრილად დავჭრათ და ცალკე მოვხრაკოთ მოყვითალო ფერის მიღებამდე, გადმოვიღოთ ცეცხლიდან, დავამატოთ წიწაკა, ყველაფერი კარგად ავურიოთ. ჭურჭელი ისევ დავდგათ ცეცხლზე, დავამატოთ ფქვილი და წყალი. მოვამზადოთ სოუსი და შიგნით მოვშუშოთ რულეტები. სოკო დავჭრათ, სწრაფად მოვხრაკოთ ტაფაზე და დავამატოთ პილპილი და მარილი; ზემოდან მოვაყაროთ ოხრახუში. ხორცი ვშუშოთ დარბილებამდე დაახლოებით 1 ½ საათის განმავლობაში, შემდეგ დავამატოთ სოკო, სოუსს დავამატოთ არაჟანი და სათანადოდ გადავურიოთ. ვშუშოთ კიდევ 15 წუთის განმავლობაში. სუფრაზე მიტანამდე მოვაშოროთ ძაფები, რულეტები დავჭრათ ირიბად, დავალაგოთ შემთბარ თეფშზე და დავასხათ სოუსი. სუფრაზე კერძთან ერთად მივიტანოთ კარტოფილი, ბრინჯი ან მწვანე მუხუდო. მასალა: 5 პორციაზე 5 ცალი რამშტექსი ხბოს ტვინი 2 ცალი კვერცხი 2 ღერი წიწაკა 90 გრამი ცხიმი 1 სუფრის კოვზი ფქვილი 1-2 თავი ხახვი ½ კბილი ნიორი 150 გრამი თეთრი სოკო 100 გრამი სალა ოხრახუში წითელი პილპილი მარილი და შავი პილპილი გემოვნებით