კატალოგი
ხორცი ირლანდიულად
| ბეჭდვა |
დაჭრილი ხორცი დავყოთ ოთხ ნაწილად და მოვამზადოთ 4 ცალი დიდი კატლეტი. კატლეტებს შემოვახვიოთ სალას ნაჭრები და დავამაგროთ კბილის ჩხირებით. კატლეტებს წავუსვათ მცენარეული ზეთი და ვწვათ 5-10 წუთის განმავლობაში. ხორცი შიგნიდან ცოტა უმი უნდა დარჩეს, ამიტომ თითოეულმა დიასახლისმა თავად უნდა განსაზღვროს წვის ხანგრძლივობა. შემდეგ კატლეტებს უნდა მოვაყაროთ მარილი და პილპილი და სუფრაზე შებრაწულ პურებზე დადებული მივიტანოთ. მისაყოლებლად შეგვიძლია მივიტანოთ პიკული და სოუსი.
მასალა:
600 გრამი უმი დაჭრილი ხორცი
ზოლებად დაჭრილი სალა (4 სმ სიგანის და 20 სმ სიგრძის)
მარილი, პილპილი
მცენარეული ზეთი
პოპულარული რეცეპტი

სუპისათვის საჭირო მწვანილი გავასუფთ...

12 კვერცხი ცილა კარგად გავთქვიფოთ მ...

გასუფთავებული ქათამი დავჭრათ საშუალ...

დაჭრილი ხახვი მოვხრაკოთ ერბოში. დავ...

ხახვი წვრილად დავჭრათ და სალას კუბი...

სულგუნი დავჭრათ გრძელ და თხელ ნაჭრე...


