კატალოგი
ბრინჯის ნამცხვარი
| ბეჭდვა |
ბრინჯი მოვხარშოთ რძეში, დავამატოთ მარილი და შაქარი. კარაქწასმულ ფორმაზე გავაბრტყელოთ ფენოვანი ცომი, ნუშის ნამცხვრები გავჟღინთოთ რომით და მოვათავსოთ ფორმაში, ცომის ფენაზე, ზემოდან დავამატოთ მოხარშული ბრინჯი. შევდგათ ფორმა გაცხელებულ ღუმელში და ვაცხოთ 25-30 წუთის განმავლობაში მოწითალო-ოქროსფერი კანის გაჩენამდე. სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
მასალა:
1 ჩაის ჭიქა ბრინჯი
3 ჩაის ჭიქა რძე
½ ჩაის კოვზი მარილი
2 სუფრის კოვზი შაქარი
300-400 გრამი ცივი ფენოვანი ცომი
250 გრამი ნუშის ნამცხვარი
5 სუფრის კოვზი რომი
1-2 სუფრის კოვზი შაქრის პუდრა
პოპულარული რეცეპტი

ლობიოს გასუფთავებული ღერები დავტეხო...

250 გრამი მდუღარე რძეში ჩავყაროთ ნა...

კვერცხისა და შაქრის ფხვნილისაგან გა...

ყველი და გაფცქვნილი და გულგამოცლილი...

გოგრის ნაჭრები ნახევრად მოვხარშოთ რ...

ხორცი ჩავდოთ ცივ, მსუბუქად დამარილე...


