კატალოგი
ლანდკაშირული სადილი

ბეჭდვა ![]() |
![]() |
ცხვრის კისერი დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად და მოვაცილოთ ზედმეტი ცხიმი. კარტოფილი დავჭრათ მსხვილად, ხახვი კი პირიქით, წვრილად. სოკო გავრეცხოთ და დავჭრათ შუაზე. თირკმელები გავჭრათ სიგრძეზე, მოვაშოროთ სადინრები, ძალიან კარგად გავრეცხოთ. ყველა პროდუქტი ფენებად ჩავაწყოთ ღრმა ქოთანში - ზედა ფენა კარტოფილის უნდა იყოს. ყოველ ფენას მოვაყაროთ მარილი და პილპილი, კარაქი გავადნოთ და ჩავასხათ ქოთანში, ბულიონიც ჩავასხათ ქოთანში. ქოთანს კარგად დავახუროთ თავსახური და დავდგათ მოსაშუშად ნელ ცეცხლზე 3 საათით. ქოთანი დროდადრო უნდა შევანჯღრიოთ, რომ არ მიიწვას.
მასალა:
1 კილოგრამი ცხვრის კისერი
ცხვრის 3 ცალი თირკმელი
1 კილოგრამი კარტოფილი
3 მსხვილი თავი ხახვი
200 გრამი სოკო
½ ლიტრი ხორცის ბულიონი
60 გრამი კარაქი
მარილი, პილპილი
პოპულარული რეცეპტი

მაწონში მოვზილოთ რბილი ცომი. მოზელი...

მაწონით, კვერცხითა და კარაქით მოვზი...

3 ჩაის ჭიქა გაცრილი სიმინდის ფქვილი...

პამიდორი, კიტრი, ბოლოკი და ხახვი თხ...

მოვზილოთ ცომი, გავაბრტყელოთ, მოვათა...

გასუფთავებული ხახვის თავები მოვშუშო...