კატალოგი
ცივი ინდონეზიური ბრინჯის კერძი

ბეჭდვა ![]() |
![]() |
მარილიან წყალში მოვხარშოთ ბრინჯი, გადავიტანოთ საწურზე, ვაცალოთ გაციება. ლანგუსტის ან კიბორჩხალის მომზადებული კუდები ჩავაწყოთ მცენარეული ზეთის, ლიმონის წვენის, მარილის და პილპილისაგან მომზადებულ მარინადში. ბანანები გავჭრათ სიგრძეზე და მოვაყაროთ წითელი პილპილი. ბრინჯი მოვათავსოთ ჯამში, ოდნავ დავტკეპნოთ და შემდეგ პასკასავით ამოვაბრუნოთ მწვანე სალათის ფოთლებით დაფარულ ლანგარზე. ბრინჯის კულიჩის შუაში გავაკეთოთ ჩაღრმავება და ჩავასხათ მასში მაიონეზში არეული ტომატ-პასტა, გავაფორმოთ კიბორჩხალის კუდებით, პამიდორისა და ბანანის ნაჭრებით და ასევე მაგრად მოხარშული კვერცხის ნაჭრებით.
ეს კერძი სუფრაზე ჩვეულებრივ ცივი მიაქვთ.
მასალა:
2 პორციაზე
1 ჭიქა ბრინჯი
4 ჭიქა წყალი
2 ცალი პამიდორი
2 ცალი კვერცხი
ლანგუსტის ან კიბორჩხალის გაყინული კუდები
2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
2 ცალი ბანანი
2 სუფრის კოვზი ტომატ-პასტა
2 სუფრის კოვზი მაიონეზი
მარილი, პილპილი
წითელი პილპილი
პოპულარული რეცეპტი

ხახვი წვრილად დავჭრათ, ნიორი დავნაყ...

სუპისა და კომპოტის გარეშე...

მარილიან წყალში მოვხარშოთ მსხვილად ...

სოკო დავარჩიოთ, კარგად გავრეცხოთ, დ...

საფანელის, დაჭრილი ნივრის, ოხრახუში...

მინდვრის ლობიო ჩვეულებრივი წესით მო...