კატალოგი
ძროხის ხორცის ხარშო

ბეჭდვა ![]() |
![]() |
ძროხის მსუქანი ხორცი ნაჭრებად დავჭრათ, კარგად გავრეცხოთ, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ ბლომად წყალი და დავდგათ მოსახარშად. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი. ხარშვის დამთავრებამდე, დაახლოებით ნახევარი საათით ადრე, ჩავყაროთ შიგ დარჩეული და გარეცხილი ბრინჯი, დაჭრილი ხახვი, ქინძი, ოხრახუში, ტყემლის ტყლაპი, დანაყილი ნიორი, მარილი, წიწაკა და ვადუღოთ ნელ ცეცხლზე. ტყემლის ტყლაპის მაგიერ შეიძლება გამოვიყენოთ ტყემლის ან პამიდვრის საწებელი.
მასალა:
ძროხის ხორცი - 1 კილოგრამი
ბრინჯი - 1 ჩაის ჭიქა
ხახვი - 4-5 თავი
ქინძი - 5 ძირი
ოხრახუში - 5 ძირი
ტყემლის ტყლაპი - 200 გრამი
ნიორი, მარილი, წიწაკა - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

პამიდორი, სოკო, ქაშაყი და ხახვი დავ...

ყველაფერი ცოტ-ცოტა...

კომბოსტო სათითაო ფოთლებად დავარჩიოთ...

ხახვი და ტკბილი წიწაკა დავჭრათ თხელ...

კვერცხის გულები, რძე და ფქვილი ავურ...

ისპანახი დავარჩიოთ, ძირები დავჭრათ,...