კატალოგი
”ჭრელი” სალათა
| ბეჭდვა |
ყველი და გაფცქვნილი და გულგამოცლილი ვაშლები დავჭრათ მცირე ზომის ნაჭრებად. საღი შამპინიონები მოვშუშოთ და დავჭრათ შუაზე, მსხვილები - რამდენიმე ნაწილად. გულგამოცლილი წიწაკა დავჭრათ რგოლებად და შევურიოთ მანდარინის ან დაჭრილი ფორთოხლის ნაჭრებს. იოგურტის, თაფლის, ლიმნის წვენისა და ცედრისაგან მოვამზადოთ სოუსი და მოვასხათ სალათას. ყველაფერი კარგად ავურიოთ ერთმანეთში.
მასალა:
200 გრამი ყველი
100 გრამი შამპინიონი
2 ღერი ტკბილი წიწაკა
2 ცალი ვაშლი
1 ცალი ფორთოხალი ან 2 ცალი მანდარინი
სოუსისათვის:
3 არასავსე ჩაის კოვზი თაფლი
1 ბოთლი იოგურტი
1 არასავსე ჩაის კოვზი მდოგვი
2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
ფორთოხლის ცედრა
პოპულარული რეცეპტი

"კულებიაკა" სხვა ნამცხვრე...

ხორცი ჩავდოთ მცირე რაოდენობის მარილ...

კარგად გასუფთავებულ გოჭს ამოვაცალოთ...

ყავის მარცვალი მოვხალოთ ნელ ცეცხლზე...

მოხარშული, მსუქანი ძროხის ხორცის რბ...

ხორცი და ბოსტნეული (გარდა ბადრიჯანი...


