კატალოგი
გველთევზის სუპი

ბეჭდვა ![]() |
![]() |
გველთევზა გავასუფთავოთ და დავჭრათ 5 სმ სიგრძის ნაჭრებად. წვრილად დაჭრილი ხახვი და დასრესილი ნიორი, ასევე რგოლებად დაჭრილი ტკბილი წიწაკა ვშუშოთ მცენარეულ ზეთში. დავამატოთ ტომატ-პასტა, ღვინო და მწვანილი. სუპში ჩავდოთ ნაჭრებად დაჭრილი გველთევზა, მოვაყაროთ მარილი და პილპილი და ვადუღოთ 30 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე. სუფრაზე მიტანის წინ სუპიდან ამოვიღოთ მწვანილის კონა.
მასალა:
2-3 პორციაზე
500 გრამი გველთევზა
1 თავი ხახვი
1 კბილი ნიორი
2 ღერი ტკბილი წიწაკა
1/3 ჭიქა მცენარეული ზეთი
2 ჩაის კოვზი ტომატ-პასტა
¼ ლიტრი თეთრი ღვინო
¼ ლიტრი წყალი
თითო კონა კამა და ოხრახუში (ერთად შეკრული)
1 ჩაის კოვზი მარილი
პილპილი
პოპულარული რეცეპტი

ფქვილის, კვერცხის, კარაქის, მარილის...

ხორცი დავჭრათ 2 სმ სისქის ნაჭრებად ...

ახალი, ქორფა ქამა სოკო გავარჩიოთ, მ...

ნაღები, კვერცხის გულები, ყველი და ღ...

ჭიქაში ჩავასხათ წყალი, თანდათან ჩავ...

ხორცის მთლიანი ნაჭერი დავბეგვოთ, მა...