კატალოგი
ნიგვზიანი სუპი

ბეჭდვა ![]() |
![]() |
ნიგოზი დავნაყოთ, ხახვი დავკეპოთ ძალიან წვრილად, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ ნახევარი ჩაის ჭიქა წყალი, დავდგათ ცეცხლზე და კარგად ჩავთუთქოთ. მერე დავასხათ 6 ჩაის ჭიქა წყალი, რომელშიც შერეულია 1 სუფრის კოვზი პურის ფქვილი და ძმარი. 15-20 წუთი დუღილის შემდეგ ჩავყაროთ შიგ დაჭრილი ოხრახუში, კამა, ქინძი და წამოვადუღოთ. შევაზავოთ მარილით და გადმოვდგათ ცეცხლიდან. მთლიანი კვერცხი კარგად გავთქვიფოთ და თანდათან ჩავასხათ სუპში, თან განუწყვეტლივ ვურიოთ, რომ არ აგვეჭრას. სუფრაზე მიტანისას შეიძლება დავამატოთ კარაქი.
მასალა:
ნიგოზი - 1 ჩაის ჭიქა
ხახვი - 3-4 თავი
წყალი - 6 ჭიქა
პურის ფქვილი - 1 სუფრის კოვზი
კვერცხი - 3 ცალი
მწვანილი, ძმარი, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

მარილი, შაქარი, ლიმონის ცედრა და ვა...

წითელი ჭარხალი მოვხარშოთ, გავაცილოთ...

მთელი ხორცი დავჭრათ წვრილ ნაჭრებად ...

ხორცი მოვხარშოთ მცირე რაოდენობის წყ...

ხახვი წვრილად დავჭრათ, ჩავყაროთ ქვა...

კვერცხი ვხარშოთ 10 წუთის განმავლობა...