კატალოგი
ტიურინგული ღვეზელი ხახვით
ბეჭდვა |
ფქვილი ჩავყაროთ ჯამში, დროჟი გავხსნათ თბილ რძეში, დავამატოთ კარაქი, მარილი და შაქარი და ყველაფერი კარგად ავურიოთ. დავდგათ ½ საათით, შემდეგ ცომი გავაბრტყელოთ, გადავიტანოთ ცხიმწასმულ ფორმაში და კიდევ ერთხელ ვაცალოთ გაფუება. ხახვი მოვხრაკოთ სალას კუბიკებთან ერთად. გადმოვდგათ ცეცხლიდან, ვაცალოთ შეგრილება, დავამატოთ დაჭრილი კვერცხი, ზირა და მარილი. მიღებული მასა ტანაბრად გადავანაწილოთ ცომის ზედაპირზე. ვაცხოთ საშუალო ტემპერატურამდე გაცხელებულ ღუმელში. სუფრაზე ცხელი მივიტანოთ.
მასალა:
ცომისათვის
250 გრამი ფქვილი
50 გრამი კარაქი
ცოტა მარილი
1 სუფრის კოვზი შაქარი
4-5 სუფრის კოვზი რძე
20 გრამი დროჟი
შიგთავსისათვის
750 გრამი ხახვი
100 გრამი სალა
2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი
ზირა
მარილი
პოპულარული რეცეპტი
4 ცალი კვერცხის ცილა დიდხანს ვთქვიფ...
მდნარი ყველი, მცენარეული ზეთი, რძე ...
გადარჩეული, გარეცხილი ალუჩა ტაშტში ...
უმი ჭარხლის ფოთოლი წვრილად დავჭრათ,...
ბადრიჯანს მოვაჭრათ ყუნწები, დანით გ...
ქვაბში ჩავყაროთ ლობიო და მოვხარშოთ ...