კატალოგი
ხაჭოს ხინკალი
ბეჭდვა |
ხაჭოს ხინკლის ცომი მზადდება იგივე წესით, როგორც ხინკლის ცომი. ხაჭოს გულსართი შეიძლება მოვამზადოთ შემდეგნაირად: ავიღოთ ახალი ხაჭო, დავზილოთ, შევაზავოთ კვერცხით, მარილით. ცომი გავაბრტყელოთ, შუა გულში დავდოთ თითო სუფრის კოვზი გულსართი, მოვუკრათ პირი და ჩავუშვათ მარილით შეზავებულ მდუღარე წყალში. სუფრაზე მიტანისას ცალკე მივიტანოთ კარაქი ან არაჟანი.
ასეთივე ხინკალი შეიძლება მომზადდეს კარტოფილისაგან, ფხალისაგან, ნიგოზისაგან, ნივრისაგან და სხვა.
ნივრის ხინკლისათვის ცომი ისევე მზადდება, როგორც ხორცის ხინკლისათვის, მხოლოდ ხორცის მაგიერ ცომს წაესმება ნიორი, რომელიც შემდეგნაირად მზადდება: კარგად დავნაყოთ ნიორი, ავურიოთ მარილი (გემოვნებით), წყალი და ასე მომზადებული ნიორი წავუსვათ დაჭრილ ცომს, ნაპირები შემოვუკეცოთ, დავტკეპნოთ კუჭი და მოვხარშოთ ზემოაღნიშნული წესით.
სუფრაზე მიტანისას გადავასხათ ერბო.
მასალა:
ხაჭო (ახალი) - 500 გრამი
კვერცხი - 2 ცალი
მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი
მსხლები გავჭრათ შუაზე, მოვაშოროთ გუ...
6 კვერცხისა და ჭიქანახევარი შაქრის ...
მოვადუღოთ სამი სუფრის კოვზი შაქრის ...
მითითებული კომპონენტებისაგან მოვამზ...
მომზადებულ ინდაურს გარედან შევაზილო...
მდუღარე წყალში ჩავყაროთ სასმელი ან ...