კატალოგი
კომბოსტოს სალათა ზაფრანით და ხმელი სუნელით
| ბეჭდვა |
კომბოსტო დავჭრათ წვრილად, დავაყაროთ ცოტა მარილი, გავაჩეროთ 3-4 საათი და გავწუროთ. დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიახური, ოხრახუში, ქინძი, კამა, ნიორი, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ზაფრანა (ყვითელი ყვავილი), წიწაკა, მარილი, ძმარი, ზეთი. ყველაფერი ეს კარგად ავურიოთ, გავაჩეროთ ერთი დღე-ღამე, ჩავდოთ ქილებში და დავასხათ თავისივე წვენი. ასეთი სალათა შეიძლება შევინახოთ გრილ ადგილას გარკვეული დროით და როცა დაგვჭირდება, ვიხმაროთ.
მასალა:
კომბოსტო - 5 კილოგრამი
ხახვი - 2 კილოგრამი
ნიორი - 200 გრამი
ნიახური - 200 გრამი
ოხრახუში - 200 გრამი
ქინძი - 300 გრამი
კამა - 200 გრამი
ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ზაფრანა - თითო ჩაის კოვზი
ზეთი - 1,5 ლიტრი
ძმარი - 2 ჩაის ჭიქა
წიწაკა, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

მოვამზადოთ პიურე მშრალი ყვითელი მუხ...

ლობიოს ღერები გავასუფთავოთ, მოვხარშ...

ლობიო გავასუფთავოთ და ღერები დავტეხ...

დროჟი გავხსნათ თბილ წყალში, დავუმატ...

ერთ ჩაის ჭიქა ვაშლის წვენში ჩავასხა...

ხაჭო და კარაქი გავატაროთ საცერში და...


