კატალოგი
შემწვარი, დაკეპილი ხორცი პამიდვრით

ბეჭდვა ![]() |
![]() |
საქონლის გარეცხილი ხორცის რბილი ნაჭერი დავკეპოთ ან ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ. წინასწარ წყალში დამბალი და გაწურული პურის გული, დაჭრილი კარტოფილი, ოხრახუში, ხახვი, ნიორი ერთად გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. ავურიოთ შიგ წყალი, მარილი, პილპილი, დანაყილი მიხაკდარიჩინი, უმი კვერცხი და კოვზით კარგად ავზილოთ.
მიღებული მასალისაგან პატარ-პატარა მოგრძო მოყვანილობის ლილვაკები გავაკეთოთ, პურის ფქვილში ამოვავლოთ და ერბოიან ცხელ ტაფაზე შევწვათ.
პამდორი გავხეხოთ სახეხზე და გავატაროთ საცერში, რომ თესლები არ გაყვეს. ხახვი წვრილად დავკეპოთ, ჩავყაროთ ქვაბში, ნახევარ სუფრის კოვზ ერბოში კარგად მოვშუშოთ, ჩავასხათ პამიდორი და ვხარშოთ, სანამ არ შესქელდება. შევაზავოთ წინასწარ დანაყილი ქინძით, წიწაკით, მარილით და დაჭრილი ოხრახუშით.
შემწვარი, დაკეპილი ხორცი შესაფერ ჭურჭელში დავალაგოთ და მომზადებული პამიდორი ზემოდან დავასხათ. შეიძლება სუფრაზე ცალკე მივიტანოთ შემწვარი ხორცი და ცალკე პამიდვრის საწებელი.
მასალა:
რბილი ხორცი - 1 კილოგრამი
პურის ფქვილი - საჭირო რაოდენობის
კარტოფილი - 2 ცალი
ხახვი - 4-5 თავი
კვერცხი - 2 ცალი
პურის გული - 100 გრამი
წყალი - 4 სუფრის კოვზი
ერბო - 5 სუფრის კოვზი
პამიდორი - 1 კილოგრამი
ოხრახუში, ქინძი, წიწაკა, პილპილი, მიხაკ-დარიჩინი, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

საფანელის, დაჭრილი ნივრის, ოხრახუში...

ხორცი დავჭრათ კვერცხის ზომის ნაჭრებ...

ერბოში მოვხრაკოთ ალყა-ალყა დაჭრილი ...

ხილის წვენებში ჩავდოთ ლიმონისა და ფ...

ორ ჩაის ჭიქა თბილ რძეში გავხსნათ სა...

ბრინჯი მოვხარშოთ დიდი რაოდენობით მა...