კატალოგი
ნესვის მურაბა
| ბეჭდვა |
ჯერ კიდევ დაუმწიფებელ ნესვს მოვაცალოთ მწვანე კანი და დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად. ასე გამზადებულ ნესვს მოვასხათ ცოტა კონიაკი, დავაყაროთ შაქრის ფხვნილი და დავდგათ ორი საათით ცივ ალაგას. დარჩენილი შაქრიდან მოვხარშოთ სიროფი და დავასხათ ნესვს. მეორე დღეს სიროფი გადავწუროთ, ვადუღოთ, ისევ დავასხათ ნესვს და ვხარშოთ, სანამ მზად არ იქნება. ნესვი და სიროფი უნდა იყოს გამჭვირვალე, ქარვისფერი.
მასალა:
გამზადებული, დაჭრილი ნესვი - 1 კილოგრამი
შაქრის ფხვნილი - 1 კილოგრამი
წყალი - 1 ჩაის ჭიქა
კონიაკი - 1 სუფრის კოვზი
პოპულარული რეცეპტი

მოვზილოთ დროჟიანი ცომი, დავდგათ 1 ს...

მსუქანი ცხვრის ხორცი ხახვთან და ცხვ...

რძეში ჩავამტვრიოთ შოკოლადი და წამოვ...

ნიგოზის (სასურველია თეთრი და საღი) ...

რძეში ჩავახალოთ კვერცხები და ყველაფ...

მურაბის ტაშტში ჩავყაროთ შაქარი, დავ...


