კატალოგი
ქაშაყი არაჟნით
| ბეჭდვა |
ქაშაყი გავასუფთავოთ, გავჭრათ სიგრძეზე ორ ნაწილად და დავალბოთ რძეში 1-2 საათით, შემდეგ კარგად გავაშროთ. მოვამზადოთ მარინადი. შევურიოთ ერთმანეთს ღვინო და ძმარი, დავუმატოთ დაჭრილი ხახვი და ნიორი, პილპილი, მარილი და წამოვადუღოთ. ჩავდოთ შიგნით ქაშაყი, დავასხათ ცოტა ცხელი წყალი, რომ დაფაროს ქაშაყი და ვადუღოთ 7 წუთის განმავლობაში. დუღილის შედეგად მიღებული ბულიონი გავწუროთ, შევაგრილოთ და შევურიოთ კვერცხის გულები, არაჟანი, მდოგვი და წითელი პილპილი. მიღებული სოუსი დავასხათ ქაშაყს. სუფრაზე ცივი მივიტანოთ.
მასალა:
4 ცალი საღი ქაშაყი
1/8 ლიტრი რძე
200 გრამი თეთრი ღვინო
2 სუფრის კოვზი ღვინის ძმარი
1 თავი ხახვი
1 კბილი ნიორი
1 ჩაის კოვზი მდოგვი
2 კვერცხის გული
2 სუფრის კოვზი არაჟანი
1 ჩაის კოვზი წითელი დანაყილი პილპილი
6 მარცვალი შავი პილპილი
პოპულარული რეცეპტი

რვა კვერცხის გული კარგად გავთქვიფოთ...

ახალგაზრდა მსუქანი საქონლის ხორცი დ...

მომცრო ბადრიჯნებს მოვაჭრათ ბოლოები,...

წითელი ბულგარული წიწაკა კარგად გავრ...

პამიდორი მოვათავსოთ ცხელ ღუმელში, რ...

თევზი გავრეცხოთ, დავჭრათ ნაჭრებად, ...


