კატალოგი
პატარა ვარდისფერი ტორტი
ბეჭდვა |
ფქვილში გავაკეთოთ ჩაღრმავება, ჩავასხათ მასში თბილ წყალში, ძმარში, მარილსა და მცენარეულ ზეთში გახსნილი კვერცხი და ფრთხილად მოვზილოთ ცომი. ცომი ვზილოთ დაფაზე მანამდე, სანამ ბუშტები არ გაუჩნდება. ამის შემდეგ მოვაყაროთ ფქვილი და დავდგათ თბილ ადგილას, ზემოდან კი გადაბრუნებული ქოთანი დავახუროთ. 30 წუთის შემდეგ ცომი ხელსახოცზე გადავიტანოთ, დავყოთ რამდენიმე ნაწილად და მათგან ცომის თხელი ფირფიტები მოვამზადოთ.
რძისაგან, სახამებელისაგან და 100 გრამი შაქრისაგან მოვამზადოთ პუდინგი, შევაგრილოთ და დავამატოთ გახეხილი ნიგოზი, კვერცხის გული და ლიმონის წვენი. თითოეულ ფირფიტას ცალ-ცალკე წავუსვათ გამდნარი კარაქი, შემდეგ ერთმანეთზე დავალაგოთ. ზემოდან წავუსვათ ზემოაღნიშნული კომპონენტებისაგან მომზადებული მასა. შემდეგ ცომი დავახვიოთ რულეტისებურად, რაც შეიძლება მჭიდროდ. რულეტი ბასრი დანით დავჭრათ 3 სმ სიგანის პორციებად და მოვათავსოთ კარაქწასმულ ჟარუნაზე. რულეტი ვაცხოთ ღუმელში საშუალო ტემპერატურაზე 20 წუთის განმავლობაში. სანამ რულეტი ცხვება, დარჩენილი შაქრისაგან და 1 ჭიქა წყლისაგან მოვამზადოთ სიროფი, დავამატოთ ვანილი და ნაჭრებად დაჭრილი ლიმონი. რულეტის ჯერ კიდევ თბილ ნაჭრებს მოვასხათ სიროფი. შემდეგ ლანგარზე ლამაზად დავალაგოთ და მივიტანოთ სუფრაზე.
მასალა:
ცომისათვის
500 გრამი ფქვილი
½ ჩაის კოვზი მარილი
1,4 ლიტრი თბილი წყალი
8 წვეთი ძმარი
1 ცალი კვერცხი
1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
შიგთავსისათვის
½ ლიტრი რძე
60 გრამი სახამებელი
550 გრამი შაქარი
250 გრამი ნიგოზი
1 კვერცხის გული
1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
1 პაკეტი ვანილი
2 ცალი ლიმონი
200 გრამი კარაქი
პოპულარული რეცეპტი
ღორის ფეხები კარგად გავასუფთავოთ, გ...
ექვსი კვერცხის ცილა კარგად გავთქვიფ...
გოგრას ქერქი მოვაცილოთ, გამოვჭრათ ს...
წყლითა და შაქრით მოვადუღოთ სიროფი. ...
1 ჩაის ჭიქა ღომის მარცვალი კარგად გ...
მომზადებულ ინდაურს გარედან შევაზილო...