კატალოგი
მოხარშული კარტოფილი ნიგვზით
| ბეჭდვა |
კარტოფილი მოვხარშოთ, გავფცქვნათ, დავჭრათ სიგრძეზე ან ოთხკუთხედ ნაჭრებად და მოვათავსოთ ღრმა ჭურჭელში.
დავნაყოთ წმინდად ნიგოზი, ნიორი, მარილი, წიწაკა, ზაფრანა, გავხსნათ ძმარში, ავურიოთ შიგ დაკეპილი ხახვი, კამა, ქინძი, ოხრახუში. ეს მასალა გადავასხათ მოხარშულ კარტოფილს, ფრთხილად ავურიოთ; ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში, კამა და სუფრაზე მივიტანოთ.
მასალა:
კარტოფილი - 1 კილოგრამი
ხახვი - 2 თავი
ნიგოზი - 2 ჩაის ჭიქა
ნიორი - 3 კბილი
ძმარი, მწვანილი, ზაფრანა, წიწაკა, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ვიჩინა, ნიახური და ხახვი გავატაროთ ...

გასუფთავებული, გარეცხილი, ნაჭრებად ...

გამოვაცხოთ ღუმელში ტკბილი წიწაკის მ...

5 მთლანი კვერცხი კარგად გავთქვიფოთ ...

სოკო დავარჩიოთ, კარგად გავრეცხოთ, დ...

ხორცი მოვათავსოთ დიდი ზომის ქვაბში....


