კატალოგი
კორკოტი ნიგვზით
| ბეჭდვა |
ხორბლის ბურღული მოვამზადოთ ზემოაღნიშნული წესით. ნიგოზი კარგად დავნაყოთ, გამოვწუროთ ზეთი და ამ ზეთში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. მოშუშული ხახვი და ნიგოზი შევურიოთ მოარშულ კორკოტს, შევაზავოთ მარილით და სუფრაზე ისე მივიტანოთ. ასეთი წესით მომზადებული კორკოტი შეიძლება სუფრაზე ცივად მივიტანოთ, დაკეპილი ხახვით, დანაყილი ნიგვზითა და ნიგვზიდან გამოეურული ზეთით შეზავებული.
მასალა:
ბურღული - 2 კილოგრამი
ხახვი - 300 გრამი
ნიგოზი - 250 გრამი
მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ცომი სწრაფად მოვზილოთ და დავდგათ ½ ...

ხორცს დავასხათ 1 ლიტრი ცხელი წყალი,...

წიწაკის ღერი დავჭრათ და შევურიოთ წვ...

მწვანე სალათის ფოთლები გავარჩიოთ, გ...

გასუფთავებული, გარეცხილი წიწილა შევ...

ბალბა გავარჩიოთ, გავრეცხოთ და მოვხა...


