კატალოგი
ესპანური სენდვიჩები
ბეჭდვა |
ხახვი და ტკბილი წიწაკა დავჭრათ თხელ რგოლებად, დავამატოთ მცირე რაოდენობის წყალი და ვშუშოთ მცენარეულ ზეთში დარბილებამდე. შემდეგ მოვამზადოთ მარინადი ლიმონის წვენის, კეტჩუპის, შაქრის, მარილის და პილპილისაგან და ზემოდან დავაწყოთ თითო ნაჭერი მაგარი ყველი. მზა სენდვიჩები შევაწყოთ წინასწარ მომზადებულ ღუმელში. როგორც კი ყველი დნობას დაიწყებს, გამოვიღოთ ღუმელიდან და მივიტანოთ სუფრაზე.
მასალა:
4 ნაჭერი თეთრი პური
2 თავი ხახვი
4 მსხვილი ღერი ტკბილი წიწაკა
½ ლიმონის წვენი
1 სუფრის კოვზი კეტჩუპი
½ სუფრის კოვზი წითელი დანაყილი პილპილი
ცოტა შაქარი
მარილი დანის პირზე
4 ნაჭერი ყველი
1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
პოპულარული რეცეპტი
ჩავასხათ ქვაბში წყალი, ჯერ კიდევ ად...
ხახვი და ტკბილი წიწაკა დავჭრათ თხელ...
ორაგული გავწმინდოთ, გავრეცხოთ, წავუ...
კარაქი კარგად გავთქვიფოთ ორ ჩაის ჭი...
ფქვილი გავცრათ, ავთქვიფოთ კვერცხი, ...
შიგნეული გულდასმით გავასუფთავო, გავ...