კატალოგი
ბოსტნეულის სუპი

ბეჭდვა ![]() |
![]() |
ბოსტნეული გავასუფთავოთ, წვრილად დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი და შაქარი და მსუბუწად შევწვათ. შემწვარი ბოსტნეული მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ ხორცის ბულიონი, დავდგათ ცეცხლზე მოსახარშად. როდესაც ბოსტნეული მზად იქნება, გავატაროთ საცერში. სხვა ჭურჭლის ფსკერზე დავაწყოთ სალას ნაჭრები და ოდნავ მოვხრაკოთ; დავასხათ მომზადებული სუპი, ჩავაწყოთ შიგ მსუბუქად შებრაწული პურის ნაჭრები, მოვაყაროთ გახეხილი ყველი და ცოტა ხნით შევდგათ ღუმელში. სუფრაზე სუპი იმავე ჭურჭლით მივიტანოთ.
მასალა:
400 გრამი კომბოსტო
4 ცალი სტაფილო
½ ძირი ნიახური
3 ღერი მწვანე ხახვი (ავიღოთ მხოლოდ თავები და თეთღი ნაწილი)
2 თავი ხახვი
4 ცალი კარტოფილი
50 გრამი ცხიმი
80-100 გრამი სალა
2-3 ნაჭერი პური
1 ½ ლიტრი ხორცის ბულიონი
2-3 სუფრის კოვზი გახეხილი მაგარი ყველი
თითო-თითო ჩაის კოვზი მარილი და შაქარი
პოპულარული რეცეპტი

ვიჩინას ჩავუმაგროთ მიხაკები, მოვათა...

კვერცხის ცილა სათქვეფელათი კარგად ა...

კვერცხი კარგად გავთქვიფოთ, ავურიოთ ...

ლობიო მოვხარშოთ ჩვეულებრივი წესით, ...

კაკაო ჩაისა და ყავისაგან იმით განსხ...

გასუფთავებული, გარეცხილი, მარილწასმ...