კატალოგი
მოხრაკული, დაკეპილი ხორცი კვერცხით
| ბეჭდვა |
ძროხის ან ცხვრის გარეცხილი ხორცის რბილი დაჭერი და ხახვი გავატაროთ მსხვილბადიან ხორცსაკეპ მანქანაში. დავასხათ წყალი ან ბულიონი, მოვათავსოთ ტაფაზე და მოვშუშოთ. დავუმატოთ ცხიმი, შევაზავოთ მარილით, პილპილით, დანაყილი წიწაკით და წვრილად დაჭრილი ოხრახუშით, ტარხუნით; ზემოდან დავასხათ კარგად გათქვეფილი კვერცხი და როცა შეიწვება, სუფრაზე ცხელ-ცხელი მივიტანოთ ტაფით.
მასალა:
ძროხის ან ცხვრის ხორცი - 1 კილოგრამი
წყალი ან ბულიონი - 4 სუფრის კოვზი
ცხიმი - 2 სუფრის კოვზი
ტარხუნა, ოხრახუში - 2-3 ძირი
კვერცხი - 2 ცალი
პილპილი, ნიორი, წიწაკა, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ყველაფერი ბანანისაგან...

ტორტილიასის ცომისაგან მოვამზადოთ თხ...

თევზი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ და გა...

ახალი, თეთრი სოკო გავარჩიოთ, გავრეც...

წითელი ლობიო მოვხარშოთ ჩვეულებრივი ...

ყველის ნაჭრები ამოვავლოთ კვერცხსა დ...


