კატალოგი
ბუმერანგი - შოკოლადის ტორტი
ბეჭდვა |
კარაქი, ქოქოსის თხილი, კაკაო, შაქარი და ვანილი კარგად ავურიოთ. განუწყვეტლივ ვურიოთ და დავამატოთ კვერცხები. შემდეგ დავამატოთ ფქვილი, მშრალი დროჟი, მარილი და ბოლოს ჩავასხათ რძე. ფორმას წავუსვათ კარაქი, მოვათავსოთ მასში ცომი და ვაცხოთ საშუალო ტემპერატურაზე 40-45 წუთის განმავლობაში. შიგთავსის ყველა კომპონენტი ავურიოთ ერთმანეთში და ავთქვიფოთ სათქვეფელათი კრემისებრი მასის მიღებამდე.
გაციებულ ტორტს წავუსვათ მიღებული შოკოლადის კრემი.
მასალა:
150 გრამი ფქვილი
2 არასრული ჩაის კოვზი მშრალი დროჟი
125 გრამი კარაქი ან მარგარინი
2 არასრული სუფრის კოვზი კაკაო
200 გრამი შაქარი
2 ცალი კვერცხი
ცოტა მარილი
3 სუფრის კოვზი რძე
½ პაკეტი ვანილი
შიგთავსისათვის
1 ჭიქა შაქრის პუდრა
1 არასრული ჩაის კოვზი კაკაო
4 სუფრის კოვზი გამდნარი კარაქი
1 სავსე ჩაის კოვზი დანაყილი ყავა
1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ქოქოსის თხილი
1 ჩაის კოვზი ვანილი
პოპულარული რეცეპტი
კომბოსტო სათითაო ფოთლებად დავარჩიოთ...
ვეზირის თითი...
1 კილოგრამ გარეცხილ ხილს დავაყაროთ ...
2 კვერცხის გული და ნახევარი ჩაის ჭი...
არც ისე თხელი ძროხის ხორცი დავჭრათ ...
ძველი, წინა დღის პური დავჭრათ თხელ ...