კატალოგი
ალივენცი
ბეჭდვა |
მომზადებამდე 2-3 საათით ადრე ხაჭო გავახვიოთ ხელსახოცში და მოვათავსოთ 2 დაფას შორის, ზემოდან დავადოთ სიმძიმე, რომ ხაჭოს გაუვიდეს ზედმეტი სითხე. დარჩენილ ხაჭოს შევურიოთ 20 გრამი კარაქი, მარილი და ნაღები, გავატაროთ საცერში და შევურიოთ 3 კვერცხის გული. მომზადებამდე 30 წუთით ადრე გაცრილი ფქვილი, სიმინდის სახამებელი და თწვეფილი კვერცხის ცილა ფრთხილად შევურიოთ ხაჭოს. ფორმას წავუსვათ დარჩენილი კარაქი, ფსკერზე და კიდეებზე წავუსვათ დაფხვნილი ორცხობილა, დავასხათ ცოტა მცენარეული ზეთი, რომ ხაჭოს მასა ფორმას ადვილად მოსცილდეს.
ვაცხოთ ღუმელში საშუალო ტემპერატურაზე 20-30 წუთის განმავლობაში.
მასალა:
250 გრამი მშრალი, ცხიმიანი ხაჭო
3 სუფრის კოვზი სქელი ნაღები
30 გრამი კარაქი
3 ცალი კვერცხი
ცოტა მარილი
თითო სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი და ხორბლის ფქვილი
1 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთი
საფანელი
პოპულარული რეცეპტი
კარტოფილი გავასუფთავოთ, გავხეხოთ, შ...
კარაქი ან მარგარინი დავკეპოთ დანით,...
კარტოფილი გავხეხოთ წვრილ სახეხზე ან...
შოკოლადი გავადნოთ მაღალ ჭურჭელში, დ...
წვრილად დაჭრილი ვაშლი ჩავყაროთ ტაშტ...
ღორის თავ-ფეხი გავასუფთავოთ, რაც შე...