კატალოგი
ვარდის მურაბა (მეორენაირად)
| ბეჭდვა |
ვარდის ფურცლებს თეთრი თავები მოვაჭრათ, თესლი არ მივაყოლოთ, მოვათავსოთ შესაფერ ჭურჭელში, მოვაყაროთ შაქრის ფხვნილი და დავტოვოთ, სანამ ფურცლები არ დაშაქრდება.
ტაშტში ან ქვაბში ჩავყაროთ დანარჩენი შაქრის ფხვნილი, დავასხათ ერთი ჩაის ჭიქა წყალი, ერთი ლიმონის წვენი, ვურიოთ და მოვხარშოთ სიროფი. მერე მომზადებული სიროფი გადმოვიღოთ ცეცხლიდან, ცხელ სიროფში ფრთხილად ჩავუშვათ გამზადებული ვარდის ფოთოლი, დავდგათ ნელ ცეცხლზე და მოვხარშოთ, მხოლოდ დროგამოშვებით შევანჯღრიოთ და თანაც ქაფი მოვხადოთ.
მურაბა მზად იქნება, როცა ფოთლები გაიშლება სიროფში და თვით სიროფი კი გამჭვირვალე და წებოვანი გახდება.
გამზადებული მურაბა ქილაში ჩავასხათ, თავი მაგრად მოვუკრათ და მშრალ, გრილ ალაგას შევინახოთ.
მასალა:
ვარდის ფოთოლი - 500 გრამი
შაქრის ფხვნილი - 1,5 კილოგრამი
წყალი - 2 ჩაის ჭიქა
ლიმონი - 2 ცალი
პოპულარული რეცეპტი

თითო მომზადებული წიწილა დავყოთ 4 ნა...

მურაბის ტაშტში ჩავასხათ წყალი, ჩავყ...

ხორცი კარგად ავურიოთ ყველში, წვრილა...

მოვზილოთ ცომი ბლინებისათვის, გავხსნ...

მდნარი ყველი, მცენარეული ზეთი, რძე ...

შაქარი და კაკაო შევურიოთ ერთმანეთს....


