კატალოგი
ღვიძლის ”კლიოცკები”
| ბეჭდვა |
ღვიძლი ჩამოვთალოთ დანით. ხახვი და ოხრახუში ოდნავ მოვხრაკოთ ცხიმში. თეთრი პური დავალბოთ რძეში, დავშალოთ, შევურიოთ კვერცხს, დავუმატოთ სპეციები. ავურიოთ ყველაფერი ერთმანეთში და ვაქციოთ ერთგვაროვან მასად. დავამატოთ დაფხვნილი ორცხობილა. მომზადებული მასა გავაჩეროთ ½ საათი, შემდეგ დავისველოთ ხელები და გავაკეთოთ კაკლის ზომის "კლიოცკი". წამოვადუღოთ ხორცის ბულიონი ან წყალი, ჩავყაროთ შიგნით "კლიოცკები" და ვხარშოთ 10-12 წუთი.
მასალა:
150 გრამი ღვიძლი
100 გრამი თეთრი პური
ცოტა რძე
1 სუფრის კოვზი გახეხილი ხახვი და წვრილად დაჭრილი ოხრახუში
2 სუფრის კოვზი ცხიმი
მარილი პილპილი
ცოტა მაიორანი
დაფხვნილი ორცხობილა "სუხარი"
პოპულარული რეცეპტი

მწვანე ხახვი დავჭრათ 3 სმ სიგრძის ნ...

ეკალა გავარჩიოთ, გავრეცხოთ, ჩავყარო...

გადარჩეული, კურკაგამოცლილი ალუბალი ...

გარეცხილი, ნაჭრებად დაჭრილი ღორის ხ...

მომცრო ბადრიჯნებს მოვაჭრათ ბოლოები,...

ბრინჯი 5 სათის განმავლობაში წყალში ...


