კატალოგი
ზაფხულის სუპი
![](/uploads_script/products/mt6es3kqiypf2yd.jpeg)
ბეჭდვა ![]() |
![]() |
კიტრი გავთალოთ, დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. მწვანე მუხუდო გავრეცხოთ, ბულიონი დავდგათ ცეცხლზე, წამოვადუღოთ, ჩავაყაროთ მომზადებული მუხუდო და ვხარშოთ 10 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც დავამატოთ მარილი, სოიოს სოუსი, კიტრის ნაჭრები და ვხარშოთ კიდევ 5 წუთის განმავლობაში. ბულიონი გავწუროთ, ბოსტნეული დავდგათ თბილ ადგილას. ავადუღოთ წყალი ძმართან ერთად, ფრთხილად ჩავახალოთ კვერცხები, მოვხარშოთ (რომ ცილა გამაგრდეს). თითოეულ თეფშზე დავდოთ კიტრის რამდენიმე ნაჭერი და ნახევარი კოვზი მწვანე მუხუდო, დავასხათ ბოსტნეულს ცხელი ბულიონი და თითოეულ თეფშზე დავდოთ თითო კვერცხი. სუფრაზე ცხელი მივიტანოთ.
მასალა:
1 ცალი საშუალო ზომის კიტრი
2 სუფრის კოვზი ახალგაზრდა მწვანე მუხუდო
4 ჭიქა გამჭვირვალე მაგარი ხორცის ბულიონი
ცოტა მარილი
½ სუფრის კოვზი სოიოს სოუსი
4 ცალი კვერცხი
პოპულარული რეცეპტი
![](uploads_script/products/r87a68yqfz6jtky.jpeg)
კარაქი გავაცხელოთ და მასში ვწვათ სო...
![](uploads_script/products/0dc54x77j9l9z1u.jpeg)
გავაგრძელოთ შუშვა. დავასხათ მდუღარე...
![](uploads_script/products/14mkf5izxm91xyv.jpeg)
გასუფთავებული, გამოშიგნული ქაშაყი გ...
![](uploads_script/products/zxvnn9dd4eo2ejk.jpg)
მწვანე ლობიო მოვხარშოთ ზემოაღნიშნულ...
![](uploads_script/products/70ujlhfoh592y52.jpg)
ყვავილები გავრეცხოთ, შევურიოთ შაქარ...
![](uploads_script/products/ocis0g491fnkv47.jpg)
ღორის ნაწლავები კარგად გავრეცხოთ, რ...