კატალოგი
ბადაგი
| ბეჭდვა |
ახლად დაწურული თეთრი ყურძნის ტკბილი წვენი ჩავსხათ ქვაბში, დავდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ, სანამ არ განახევრდება. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი; როცა ყურძნის წვენი ოდნავ შესქელდება, გავაცივოთ, ჩავსხათ ბოთლებში და ისე შევინახოთ. როცა მოგვესურვება თათარის (ფელამუშის) მოდუღება, ავიღოთ ბადაგის ერთი ნაწილი და ორი ნაწილი წყალი, შევათბოთ, ჩავყაროთ ფქვილი და ჩვეულებრივი წესით მოვადუღოთ თათარა.
პოპულარული რეცეპტი

ქათმის ხორცი და ვიჩინა გავატაროთ ხო...

ღორის ნაწლავები კარგად გავრეცხოთ, რ...

დავჭრათ ხორცი კუბიკებად (3x3 სმ), ჩ...

ყველა პროდუქტი კარგად ავურიოთ ერთმა...

ფქვილი გავცრათ ჯამში, გავუკეთოთ ჩაღ...

პამიდვრები ჩავჭრათ ჯვარედინად და მო...


