კატალოგი
ფუნთუშები შიგთავსით
ფქვილი გავცრათ ჯამში, გავუკეთოთ ჩაღრმავება და ჩავასხათ შიგნით თბილი რძე, რომელშიც წინასწარ გავხსნათ დროჟი, შაქარი და კარაქი. დავამატოთ კვერცხი და მარილი. მოვზილოთ ცომი. როდესაც ის ჟამის კედლებს აგარ მიეწებება მოზელა შევწყვიტოთ. ცომი დაახლოებით 1 საათით დავდგათ თბილ ადგილას, რომ ამოფუვდეს. შემდეგ გავაბრტყელოთ თითის სისქეზე. დავჭრათ ოთხკუთხედ ნაჭრებად. თითოეულის შუაში მოვათავსოთ მარმელადი (შიგთავსად ხაჭოს გამოყენებაც შეიძლება), ცომის კიდეები შემოვუკეცოთ და ფუნთუშებს კარაქი მოვასხუროთ. გადავაფაროთ ხელსახოცი და დავდგათ თბილ ადგილას, რომ ცომი ცოტათი კიდევ ამოფუვდეს. შემდეგ შევდგათ ღუმელში და საშუალო ტემპერატურაზე ვაცხოთ მანამდე, სანამ ფუნთუშები მოყავისფრო-მოოქროსფრო ფერს არ მიიღებენ. გამოვიღოთ ღუმელიდან, მოვაყაროთ შაქრის პუდრა და სუფრაზე თბილი მივიტანოთ. ვანილის სოუსი ცალკე მივიტანოთ. მასალა: 500 გრამი ფქვილი ½ ჭიქა რძე 30 გრამი დროჟი 50 გრამი შაქარი 60 გრამი კარაქი ან მარგარინი 1-2 ცალი კვერცხი 150 გრამი მარმელადი მარილი