კატალოგი
ბადრიჯნის ბორანი
| ბეჭდვა |
ბადრიჯანი გავთალოთ, დავჭრათ სიგრძეზე თხელ ნაჭრებად, დავაყაროთ მარილი, გავაჩეროთ 1 საათი, მერე კარგად გავწუროთ, რომ წყალი არ შეჰყვეს. ტაფაზე დავასხათ ერბო, ჩავდოთ შიგ გაწურული ბადრიჯანი, დაჭრილი ხახვი და კარგად მოვშუშოთ. შემდეგ ავურიოთ შიგ დაჭრილი პიტნა, ქინძი, ოხრახუში, რეჰანი. ასე მომზადებული ბადრიჯანი გადავიღოთ ერთ წყებად ლანგარზე, ზედ დავაწყოთ ნაჭრებად დაჭრილი წიწილის ტაბაკა, ზემოდან ისევ ბადრიჯანი, მოვასხათ არაჟანი ან სქელი მაწონი და მოვაყაროთ დანაყილი შაქრიანი დარიჩინი.
მასალა:
ბადრიჯანი - 1 კილოგრამი
ერბო - 200 გრამი
ხახვი - 4-5 თავი
წიწილი - ერთი
მწვანილი - 3-3 ძირი
არაჟანი ან მაწონი - 300-400 გრამი
მარილი, დარიჩინი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ტაფაზე, 50 გრამ კარაქში, მოვშუშოთ წ...

ნორჩი, გაუშლელი სვინტრი გავრეცხოთ დ...

გასუფთავებული ვარია ჩავჭრათ შუაზე, ...

კვერცხი კარგად გავთქვიფოთ, ავურიოთ ...

ერთი, ორი, სამი - არა, უფრო მეტი!...

ვაშლი გავთალოთ, დავჭრათ ნაჭრებად, დ...


