კატალოგი
ნამცხვარი ”ანი”
ბეჭდვა |
2 კვერცხისა და 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილისაგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი. დავამატოთ 2,5 ჭიქა ფქვილი, 1 ჭიქა მანქანაში გატარებული ნიგოზი, 4 სუფრის კოვზი თაფლი, სოდა, ძმარი და მოვზილოთ ცომი. ცომი გავყოთ სამ ნაწილად და გამოვაცხოთ სამი ფირფიტა.
ფირფიტებს შორის წავუსვათ კრემი, რომელიც შემდგნაირად მზადდება: 150 გრამი კარაქი გავთქვიფოთ 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად; დავამატოთ 200 გრამი არაჟანი, 3 სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი და ერთი ჩაის ჭიქა გატარებული ნიგოზი, გავაცივოთ მაცივარში და წავუსვათ ფირფიტებს შორის.
ზემოდან წავუსვათ შოკოლადის მინანქარი ("გლაზური"), რომელიც შემდეგნაირად მზადდება: 3 სუფრის კოვზ კაკაოს ფხვნილს დავაყაროთ 0,5 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, დავამატოთ 50 გრამი კარაქი, დავასხათ 4 სუფრის კოვზი რძე ან წყალი, დავდგათ ცეცხლზე, მივიყვანოთ ადუღებამდე და 5 წუთი დუღჳლის შემდეგ ცხელი წავუსვათ ნამცხვარს.
მასალა:
კვერცხი - 2 ცალი
შაქრის ფხვნილი - 2,5 ჩაის ჭიქა
კარაქი - 200 გრამი
ფქვილი - 2,5 ჩაის ჭიქა
ნიგოზი - 2 ჩაის ჭიქა
თაფლი - 4 სუფრის კოვზი
არაჟანი - 200 გრამი
კაკაოს ფხვნილი - 6 სუფრის კოვზი
რძე ან წყალი - 4 სუფრის კოვზი
პოპულარული რეცეპტი
ღამით დამბალი ლობიო მოვხარშოთ. დაჭრ...
თანაბარი ზომის ნაჭრებად დაჭრილი მსუ...
ავიღოთ ორი წილი მწიფე ტყემალი და ერ...
მწვანე ლობიო, რომელიც კარგად არის მ...
ხორცი დავჭრათ კუბიკებად და მოვშუშოთ...
ყველა კომპონენტი ავურიოთ ერთმანეთში...