კატალოგი
წიწაკისაგან მომზადებული სალათი
| ბეჭდვა |
გარეცხილი, გამშრალებული, გულგამოცლილი წიწაკის ღერები დავჭრათ მაკარონისებურად და შევურიოთ პამიდვრის ნაჭრებს, ხახვს, ოხრახუშს, მცენარეულ ზეთს და ძმარს.
თუ დიასახლისი შრომისმოყვარეა, წიწაკა იძენს ძალიან პიკანტურ გემოს. წიწაკის ღერები მოვათავსოთ ტაფაზე და ცხიმის დამატების გარეშე დავდგათ ცეცხლზე და დავტოვოთ სანამ წიწაკის ფერები ყოველი მხრიდან ლამაზ, ყავისფერ ფერს არ მიიღებს. შემდეგ სწრაფად გადავიტანოთ ღერები ჯამში და კარგად დავახუროთ თავი, რის შემდეგაც წიწაკის თხელი კანი ადვილი მოსაშორებელი იქნება. მსხვილ ღერებს აუცილებლად უნდა გამოვაცალოთ გული. ამგვარად მომზადებული წიწაკა შეგვიძლია გამოვიყენოდ ფარშად, რომლის ღუმელში გამოცხობაც შეიძლება.
მასალა:
250 გრამი ბულგარული წიწაკა
250 გრამი პამიდორი
1 თავი საშუალო ზომის ხახვი
1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ოხრახუში
1-2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
ცოტაოდენი ძმარი
პოპულარული რეცეპტი

პამიდორი მოვათავსოთ ცხელ ღუმელში, რ...

წვერა გავწმინდოთ, გავრეცხოთ, წავუსვ...

ჭიქაში ჩავასხათ წყალი, თანდათან ჩავ...

1 ჩაის ჭიქა ბრინჯი გავარჩიოთ, კარგა...

გასუფთავებული, კარგად გარეცხილი ფრი...

კარტოფილი გავთალოთ, დავჭრათ ნაჭრება...


