კატალოგი
ტორტი ყავის (მეორენაირად)

ბეჭდვა ![]() |
![]() |
3 ცალი კვერცხი გავთქვიფოთ ერთ ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად, დავამატოთ 50 გრამი დარბილებული კარაქი, 0,5 კოლოფი შესქელებული რძე, 3 ჩაის კოვზი ხსნადი ყავა, სოდა - გახსნილი ძმარში, 2 ჩაის ჭიქა ფქვილი, ყველაფერი კარგად ავურიოთ, ჩავასხათ ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ ფორმაში და შევდგათ ღუმელში დაბალ ცეცხლზე. როცა გამოცხვება გავაცივოთ, გავჭრათ შუაზე ჰორიზონტალურად; დავნამოთ ჩვეულებრივი წესით მომზადებული 1 ჩაის ჭიქა ყავით, რომელსაც დამატებული ექნება 2 სუფრის კოვზი კონიაკი ან რომი.
წავუსვათ კრემი, დავაფაროთ მეორე ნახევარი, ზემოდანაც წავუსვათ კრემი და ამავე კრემით მოვრთოთ სპეციალური ტორტის მოსართავით.
კრემი გავაკეთოთ შემდეგნაირად: გავთქვიფოთ 200 გრამი კარაქი გათეთრებამდე; თანდათან დავამატოთ 0,5 კოლოფი შესქელებული რძე, რომელსაც შერეული ექნება 3 ჩაის კოვზი ხსნადი ყავა.
მასალა:
კვერცხი - 3 ცალი
შაქრის ფხვნილი - 1 ჩაის ჭიქა
კარაქი - 250 გრამი
შესქელებული რძე - 1 კოლოფი
ხსნადი ყავა - 7 ჩაის კოვზი
ფქვილი - 2 ჩაის ჭიქა
სოდა - 1 ჩაის კოვზი
ძმარი - 1 სუფრის კოვზი
პოპულარული რეცეპტი

4 სუფრის კოვზი გახეხილი შოკოლადი გა...

ფქვილი გავცრათ ჯამში, გავუკეთოთ ჩაღ...

გასუფთავებული, გარეცხილი თართი ან ზ...

ცეცხლოვანი ქვეყანა...

ბუტერბროდები...

თევზი გავრეცხოთ, დავჭრათ თითის სისქ...