კატალოგი
ტორტი ვარდისფერი

ბეჭდვა ![]() |
![]() |
10 კვერცხის ცილა კარგად გავთქვიფოთ. დავამატოთ ერთნახევარი ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, კარგად ავურიოთ და თანდათან შევათქვიფოთ კვერცხის გულები; ავურიოთ ჭიქანახევარი პურის ფქვილი, ვანილი, წინასწარ გახეხილი, ძალიან წითლი ჭარხლიდან გამოწურული 2-3 სუფრის კოვზი წვენი.
ცომი მოვათავსოთ ყალიბში და შევდგათ გაზქურაში გამოსაცხობად. როცა გაცივდება, გავჭრათ შუაზე, გასაჟღენთად მოვასხუროთ სიროფი, რომელიც შემდეგნაირად მზადდება: ერთ ჭიქა ადუღებულ წყალში ჩავყაროთ 2-3 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი, დავამატოთ ერთი სუფრის კოვზი კონიაკი ან სპირტი და ფერისათვის დავამატოთ ჭარხლის წვენის წვეთები.
კრემი გავაკეთოთ შემდეგნაირად: 300 გრამი დარბილებული კარაქი კარგად გავთქვიფოთ და ნელ-ნელა შევურიოთ ერთი ჩაის ჭიქა წყლის, ჭიქა-ნახევარი შაქრის ფხვნილისა და ჭარხლის წვეთებისაგან მომზადებული გრილი სიროფი.
ბისკვიტი შუაზე გავჭრათ, გავჟღინთოთ სიროფით, წავუსვათ ვარდისფერი კრემი, ზემოდან მოვრთოთ ამავე კრემით. შეიძება დავამატოთ რომელიმე მურაბა.
მასალა:
კვერცხი - 10 ცალი
შაქრის ფხვნილი - 3,5 ჩაის ჭიქა
კარაქი - 300 გრამი
ფქვილი - 1,5 ჩაის ჭიქა
ჭარხალი - 1 ცალი (ძალიან წითელი)
კონიაკი ან სპირტი - 1 სუფრის კოვზი
ვანილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

მაკარონი დავტეხოთ და მოვხარშოთ მარი...

მოხარშული, მსუქანი ძროხის ხორცის რბ...

კარაქი ან მარგარინი დავკეპოთ დანით,...

ერთი ჩაის ჭიქა ერბო ან კარაქი 10-15...

ვინაიდან თიხის ჯამების საშუალება ოჯ...

საქონლის ხორცის რბილი ნაჭერი მოვხარ...