კატალოგი
სუპი ”ჩორბა-ტოპჩეტა”
ბეჭდვა |
ხორცი კარგად გადავურიოთ მცირე რაოდენობის წვრილად დაჭრილ ხახვთან, ნახევარ კონა ოხრახუშთან და 1 კვერცხის ცილასთან ერთად. დავამატოთ მარილი და წიწაკა გემოვნებით. მიღებული მასისაგან მოვამზადოთ მცირე ზომის ბურთულები - "კლიოცკი". ვხარშოთ 30 წუთი, დავუმატოთ ბრინჯი და ვხარშოთ კიდევ 10 წუთი. ავურიოთ იოგურტი, კვერცხის გულები და ფქვილი მცირე რაოდენობის შეგრილებულ სუპთან ერთად, შევურიოთ დანარჩენ სუპს ქვაბში და გავაგრძელოთ ხარშვა კიდევ რამდენიმე წუთის განმავლობაში. დავამატოთ კარაქი და წიწაკა გემოვნებით.
მასალა:
70 გრამი დაჭრილი ხორცი და ხორცის ფარში (გადავურიოთ)
30 გრამი ბრინჯი
1 კონა ოხრახუში
2 კვერცხი
25 გრამი კარაქი ან მარგარინი
50 გრამი ფქვილი
60 გრამი იოგურტი
¾ ლიტრი წყალი
50 გრამი ხახვი
მარილი, წიწაკა - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი
ფქვილი გავცრათ, დავამატოთ 1 სუფრის ...
კვერცხი ვხარშოთ 10 წუთის განმავლობა...
მსუქანი ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის...
წვრილად დაჭრილი სალა და ვიჩინა შევწ...
ჟოლო გადავარჩიოთ, ფენა-ფენა დავაყარ...
გადარჩეული, საშუალო სიმწიფის გარგარ...