კატალოგი
ბადრიჯნის საცივი
| ბეჭდვა |
გრძლად დაჭრილი პატარა ზომის ბადრიჯნები მოვხარშოთ და გავწუროთ ზემოთ აღწერილი წესით. წვრილად დავჭრათ ხახვი, მოვხრაკოთ ზეთში. ხახვი რომ შეწითლდება, დავასხათ 2 ჩაის ჭიქა წყალი და წამოვადუღოთ. ჩავუმატოთ დანაყილი ნიგოზი ხმელ სუნელთან, მარილთან, ნიორთან და წიწაკასთან ერთად; დავამატოთ მიხაკ-დარიჩინი, ღვინის ძმარი და ადუღებული, ცოტა ცივი წყალი. წვენში ჩავაწყოთ ბადრიჯნები.
მასალა:
ბადრიჯანი - 1 კილოგრამი
ზეთი - 50 გრამი
ნიგოზი - 2 ჩაის ჭიქა
ხმელი სუნელი - 2 ჩაის კოვზი
ძმარი - 0,5 ჩაის ჭიქა
ყვითელი ყვავილი - 1 ჩაის კოვზი
მიხაკ-დარიჩინი - 1 ჩაის კოვზი
მარილი, წიწაკა - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

წითელი მოცვი შევურიოთ პირშუშხას (გე...

ხახვი წვრილად დავჭრათ, ნიორი დავნაყ...

მამალი დავყოთ ოთხ ნაწილად, წავუსვათ...

ქათამი ან იხვი კარგად გავასუფთავოთ,...

საჭმელად ვარგისი სოკო (ან ხმელი სოკ...

თხელ რგოლებად დაჭრილი ხახვი ვხრაკოთ...


