კატალოგი
ცხვრის ხორცის ბუღლამა
ბეჭდვა |
ხახვი დავჭრათ ძალიან წვრილად. მსუქანი ცხვრის ხორცი ნაჭრებად დავჭრათ და გავრეცხოთ. პამიდორი დავჭრათ ან ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ; კარტოფილი გავფცქვნათ და შუა-შუა გავჭრათ. ქვაბში ერთ ფენად ჩავყაროთ დაჭრილი ხახვი, შემდეგ ფენებად დავაწყოთ ხორცი, კარტოფილი, ზემოდან დავასხათ პამიდორი, დავამატოთ დანაყილი პილპილი ან წიწაკა, მარილი და დაჭრილი ქინძი. ქვაბს სახურავი დავახუროთ, დავადგათ ნელ ცეცხლზე და ვხარშოთ, სანამ ხორცი არ მოიხარშება.
ახალი პამიდვრის მაგიერ შეიძლება დავასხათ ტომატ-პიურე - გახსნილი ერთ ჩაის ჭიქა წყალში.
მასალა:
ცხვირს ხორცი - 1 კილოგრამი
ხახვი - 500 გრამი
პამიდორი - 1 კილოგრამი
კარტოფილი - 700-800 გრამი
ქინძი - 5-6 ძირი
პილპილი, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი
მოვხარშოთ კარტოფილი, სტაფილო, კვერც...
დროჟი გავხსნათ თბილ რძეში მცირე რაო...
ერთი ცალი ლიმონის ცედრა გავხეხოთ წმ...
კერძი ქოთანში...
ქვეყანას სჭირდება ბრინჯი, ბევრი ბრი...
მოვამზადოთ მარინადი 1 ჩაის კოვზი სა...