კატალოგი
ბეზე ლიმონით
| ბეჭდვა |
10 კვერცხის ცილა გავთქვიფოთ გათეთრებამდე; შევათქვიფოთ 300 გრამი შაქრის ფხვნილი, 2 ცალი ლიმონი. სადილის კოვზით ავიღოთ ეს მასალა და სათითაოდ დავაწყოთ ცხიმწასმულ პერგამენტის ქაღალდზე, შევდგათ ღუმელში დაბალ ცეცხლზე და ოდნავ რომ გაწითლდება, გამოვიღოთ.
კრემი გავაკეთოთ შემდეგნაირად: 250 გრამი კარაქი გავთქვიფოთ გათეთრებამდე; შევათქვიფოთ 10 კვერცხის გულისაგან გაკეთებული გოგლი-მოგლი, დავამატოთ ცოტა ვანილი და ვთქვიფოთ კარგად მიქსერით.
გამომცხვარ ბეზეებს წავუსვათ კრემი და ორ-ორი ცალი შევაწებოთ ერთმანეთს.
მასალა:
კვერცხი - 10 ცალი
კარაქი - 250 გრამი
ლიმონი - 2 ცალი
შაქრის ფხვნილი - 2,5 ჩაის ჭიქა
პოპულარული რეცეპტი

გარჩეული, გარეცხილი ჭარხლის ფოთოლი ...

ერთი ლიმონის გახეხილი ქერქი, წყალი ...

ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, დავამატოთ ბ...

ხორცი დავჭრათ კვერცხის ზომის ნაჭრებ...

მოვზილოთ დროჟიანი ცომი, დავდგათ 1 ს...

გადარჩეულ, გარეცხილ თეთრ ბალს კურკა...


