კატალოგი
საქონლის ტვინი

ბეჭდვა ![]() |
![]() |
საქონლის ტვინს გადავავლოთ მდუღარე წყალი, გავასუფთავოთ კანისაგან, გავრეცხოთ ცივ წყალში და დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და მოვხრაკოთ ცხიმიან, გაცხელებულ ტაფაზე. როდესაც ოდნავ შეწითლდება, ცავამატოთ კარაქში მოშუშული წვრილად დაჭრილი ხახვი, ქინძი, კამა, ოხრახუში და კიდევ გავაგრძელოთ შუშვა. შემდეგ მთლიანად გადავიღოთ ტაფაზე, ზევიდან მოვასხათ არაჟანთან ერთად გათქვეფილი კვერცხი და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად. როცა მზად იქნება, სუფრაზე მიტანის წინ ზევიდან მოვასხათ გამდნარი კარაქი.
მასალა:
ტვინი - 500 გრამი
კარაქი - 70 გრამი
ხახვი - 3-4 თავი
არაჟანი - 50 გრამი
კვერცხი - 3 ცალი
მწვანილი, მარილი, შავი პილპილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

სალა დავჭრათ წვრილ ნაჭრებად და მსუბ...

ხორცს დავასხათ ცხელი წყალი, დავუმატ...

ვარდის ფურცლებს თეთრი თავები მოვაჭრ...

მაგარი მსხალი გავთალოთ, დავჭრათ ნაჭ...

მუხუდო გავარჩიოთ, გავავლოთ ცივ წყალ...

ხორბალი დავარჩიოთ, ტაფაზე მოვშუშოთ,...