კატალოგი
ბოსტნეულის ”კლიოცკი”
ბეჭდვა |
ბოსტნეული გავასუფთავოთ, წვრილად დავჭრათ, შევბრაწოთ ნახევარ პორცია კარაქში, დავამატოთ მცირე რაოდენობის ბულიონი ან წყალი და ვშუშოთ მზადყოფნამდე ძალიან ნელ ცეცხლზე. პურის ნაჭრები დავჭრათ კუბიკებად, ოდნავ შევბრაწოთ კარაქში და კარგად გადავურიოთ კვერცხში, რძესა და ფქვილში. შემდეგ დავამატოთ გაციებული ბოსტნეული, მასას მოვაყაროთ მარილი და პილპილი და მოვამზადოთ "კლიოცკები", ჩავყაროთ მარილიან მდუღარე წყალში და ვხარშოთ 10 წუთი. შემდეგ დავდგათ დასაწურად და გადავიროთ ჯამში. დაფხვნილი ორცხობილა შევბრაწოთ დარჩენილ კარაქში და მოვაყაროთ "კლიოცკებს".
მასალა:
600 გრამი სხვადასხვა სახის ბოსტნეული (სტაფილო, ყვავილოვანი კომბოსტო, კარტოფილი...)
180 გრამი კარაქი ან მარგარინი
2 ნაჭერი თეთრი პური
2 ცალი კვერცხი
1 ჭიქა რძე
250 გრამი ფქვილი
ხორცის ბულიონი ან წყალი
მარილი, პილპილი
2 სუფრის კოვზი დაფხვნილი ორცხობილა
პოპულარული რეცეპტი
გასუფთავებული, გარეცხილი ინდაური ან...
სალა დავჭრათ წვრილ ნაჭრებად და მსუბ...
მსხლები გავჭრათ შუაზე, მოვაშოროთ გუ...
ორივე სახის ხორცი და ტკბილი წიწაკა ...
წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი შევბ...
წვრილად დაჭრილი ხახვი შევბრაწოთ დაჭ...