კატალოგი
ტორტი არაჟნის
ბეჭდვა |
ერთი ჭიქა არაჟანი, 1 ცალი კვერცხი, ერთი ჭიქა შაქრის ფხვნილი, 1 სუფრის კოვზი არაყი ან კონიაკი, სოდა - გახსნილი ძმარში, ფქვილი კარგად ავურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
ტორტის ფორმას წავუსვათ კარაქი, მოვაყაროთ წმინდად დაფქვილი ორცხობილა ან ფქვილი, ჩავასხათ ტორტის მასა, შევდგათ აირღუმელში გამოსაცხობად და ვაცხოთ დაახლოებით 30-40 წუთი.
ავიღოთ იგივე შემადგენლობა, მხოლოდ დავამატოთ ორი სავსე სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი, გამოვაცხოთ მეორე, მუქი ფერის ბისკვიტი. პირველ ბისკვიტს წავუსვათ კრემი, ზემოდან დავადოთ მეორე მუქი ფერის ბისკვიტი, წავუსვათ ზემოდანაც კრემი და მოვაყაროთ სახეხზე გაფხეკილი შოკოლადი.
კრემი მოვამზადოთ შემდეგნაირად: ავიღოთ ერთი ჩაის ჭიქა გაციებული სქელი არაჟანი, გავთქვიფოთ მიქსერით და თანდათან შევათქვიფოთ ერთი ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, დავამატოთ ცოტა ვანილი; როცა არაჟანი გაფუვდება, კრემი მზად არის.
მასალა:
არაჟანი - 3 ჩაის ჭიქა
კვერცხი - 2 ცალი
შაქრის ფხვნილი - 3 ჩაის ჭიქა
არაყი ან კონიაკი - 2 სუფრის კოვზი
ფქვილი - 2 ჩაის ჭიქა
სოდა - 2 ჩაის კოვზი
ძმარი - 2 სუფრის კოვზი
კაკაოს ფხვნილი - 2 სუფრის კოვზი
პოპულარული რეცეპტი
გადარჩეულ, გარეცხილ ალუბალს ფრთხილა...
ჭერამი გავრეცხოთ, დავჩხვლიტოთ წვრილ...
კარტოფილი მოვხარშოთ, დავსრისოთ ან გ...
შევბრაწოთ თეთრი პურის ნაჭრები, წავუ...
ხახვი წვრილად დავჭრათ და შევბრაწოთ ...
200 გრამ მარგარინს დავაყაროთ ორნახე...