კატალოგი
აჯაფსანდალი
| ბეჭდვა |
ბადრიჯანი დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად და მოვაყაროთ მარილი. ასე გავაჩეროთ სამი-ოთხი საათი. ზეთში მოვხრაკოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დავაყაროთ მარილმოყრილი და კარგად გაწურული ბადრიჯანი. როცა მოიშუშება, დავასხათ გაფცქვნილი, დაჭრილი პამიდორი. დავამატოთ წვრილად დაჭრილი კარტოფილი, წიწაკა, რეჰანი, ქონდარი, ქინძი, ოხრახუში, ნიორი, ვადუღოთ კარტოფილის მოხარშვამდე და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
მასალა:
ბადრიჯანი - 1 კილოგრამი
პამიდორი - 500-600 გრამი
კარტოფილი - 500 გრამი
ხახვი - 2-3 თავი
ზეთი - 4-5 სუფრის კოვზი
მწვანილი - 5-5 ძირი
ნიორი - 2 კბილი
მწვანე წიწაკა, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ფქვილისაგან და ½ სუფრის კოვზი ზეთის...

ყველაფერი ერთად, ყველაფერი ერთად!...

თევზი დავჭრათ 2 სმ სისქის ნაჭრებად,...

გადარჩეული ხენდრო ჩავყაროთ მურაბის ...

რძე ავადუღოთ, ჩავყაროთ შიგ მარილი, ...

წვერა გავწმინდოთ, გავრეცხოთ, წავუსვ...


