კატალოგი
ფარშირებული ტკბილი წიწაკა
ბეჭდვა |
გამოვაცხოთ ღუმელში ტკბილი წიწაკის მსხვილი ღერები, შემდეგ მოვაყაროთ მარილი და ჩავაწყოთ ჯამში და კარგად დავახუროთ თავსახური. ასეთ მდგომარეობაში დავტოვოთ წიწაკა მთელი ღამით, რომ წვენი გამოიღოს. შემდეგ ცეცხლგამძლე მინის ჭურჭელში თანმიმდევრობით ჩავაწყოთ რიგებად წიწაკა და გახეხილი პირშუშხა. რიგებს შორის მოვათავსოთ დაფნის ფოთლები. ზემოდან მოვასხათ ღამით გამოყოფილი წიწაკის წვენი, დავამატოთ ძმარი, ზემოდან დავახუროთ თეფში და დავტოვოთ ასე 7-10 დღით. ამ პერიოდის შემდეგ წიწაკა მზად არის. სურვილისამებრ შეგვიძლია დავამატოთ ცოტა მარილი და ძმარი, ასევე დაჭრილი ხახვი. ასევე შეგვიძლია გემოვნებისამებრ მოვასხათ მცენარეული ზეთი. წიწაკის მარინადი მზად არის. მირთმევამდე წიწაკას მოვაშოროთ კანი, გადავრეცხოთ და დავამატოთ მცენარეული ზეთი. ცივ ადგილას წიწაკის მარინადი შეგვიძლია შევინახოთ 1 კვირის განმავლობაში.
მასალა:
1 კილოგრამი ტკბილი წიწაკა
მარილი
2 სუფრის კოვზი მსხვილ სახეხზე გახეხილი პირშუშხა
რამდენიმე ცალი დაფნის ფოთოლი
ძმარი
ხახვი
მცენარეული ზეთი
პოპულარული რეცეპტი
გასუფთავებული, გარეცხილი წიწილა შევ...
ცხვრის ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ...
ისპანახი დავარჩიოთ, ძირები დავჭრათ,...
6 კვერცხის ცილა კარგად გავთქვიფოთ ე...
კარგად გასუფთავებული საშუალო ზომის ...
ერთი, ორი, სამი - არა, უფრო მეტი!...