კატალოგი
ხარის კუდები არგენტინულად
კუდები დავჭრათ ნაჭრებად და კარგად შევბრაწოთ 2 სუფრის კოვზ ცხიმში. დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი, მსხვილ სახეხზე გახეხილი სტაფილო, დაფნის ფოთოლი, მიხაკი, ტიმიანი და მარილი. ხორცი ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე, დროდადრო ვასხათ წყალი. დავამატოთ მარილი და პილპილი, შებრაწული შაქარი, ლიმონის წვენი და ცედრა. გავაგრძელოთ შუშვა კიდევ 10 წუთი. შემდეგ სოუსი გავწუროთ. დარჩენილი ცხიმისა და ფქვილისაგან მოვამზადოთ მუქი ფერის სოუსი, შევურიოთ ის შუშვისას გამოყოფილ სოუსს და წითელ ღვინოს. მზა საწებელში ჩავაწყოთ ხორცი, ყველაფერი ერთად კიდევ ერთხელ წამოვადუღოთ. კერძი სუფრაზე ძალიან ცხელი მივიტანოთ მოხარშულ ბრინჯთან ან კარტოფილთან ერთად. მასალა: 750 გრამი ხარის კუდები 3 სუფრის კოვზი ცხიმი 3-4 ცალი მსხვილად დაჭრილი ხახვი 2 კბილი ნიორი 1 ცალი სტაფილო 1 ცალი დაფნის ფოთოლი 3 ცალი მიხაკი 1 არასრული ჩაის კოვზი გამომშრალი ტიმიანი ¼ ლიტრი წითელი ღვინო პილპილი, მარილი 1 ჩაის კოვზი შაქარი 1 ცალი ლიმონი 1 სუფრის კოვზი ფქვილი