კატალოგი
ღორის ბარკალი მწვანე ლობიოთი
| ბეჭდვა |
ლობიო და ღორის ბარკალი წვრილად დავჭრათ და წვრილად დაჭრილ კარტოფილთან ერთად ფენებად ჩავაწყოთ კარაქწასმულ ფორმაში. რძეს დავამატოთ კვერცხი და კარგად ავთქვიფოთ, დავამატოთ მარილი, პილპილი და ლიმონის წვენი. ეს მასა ფრთხილად ჩავსხათ ფორმაში, ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი ყველი, დავაწყოთ კარაქის ნაჭრები. ფორმა შევდგათ კარგად გაცხელებულ ღუმელში და გავაჩეროთ 30 წუთი.
მასალა:
750 გრამი მწვანე ლობიო
750 გრამი უმი, წვრილ ნაჭრებად დაჭრილი კარტოფილი
150 გრამი ღორის ბარკალი
3 ცალი კვერცხი
¼ ლიტრი რძე
პილპილი
მარილი
ლიმონის წვენი
2 სუფრის კოვზი გახეხილი ყველი
2 სუფრის კოვზი კარაქი
პოპულარული რეცეპტი

შევარჩიოთ კაკლისოდენა პამიდვრები. ფ...

ხახვი დავჭრათ ან გავატაროთ ხორცსაკე...

ალუმინის ჭურჭელში ჩავასხათ 3 სუფრის...

წვრილად დაჭრილ დუმას და დარჩეულ ნიო...

წითელი ლობიო გავარჩიოთ, გავრეცხოთ, ...

მოვადუღოთ პურის ფქვილის თათარა ჩვეუ...


