კატალოგი
სადღესასწაულო ინდაური
მომზადებულ ინდაურს გარედან შევაზილოთ მარილი, შიგნიდან კი მარილი და პილპილი. ფეხებს გამოვაცალოთ მყესები. შიგთავსის მოსამზადებლად დროჟი გავხსნათ თბილ წყალში, დავამატოთ რძე, კვერცხები, სპეციები, საფანელი  და ყველაფერი კარგად ავურიუოთ ერთმანეთში, თუ მასა მშრალი გამოვიდა, დავამატოთ ცოტა არაჟანი. ინდაური გავკეროთ და გულმკერდით ზემოთ მოვათავსოთ გრილზე ან ღუმელში. თუ ინდაური არ არის ცხიმიანი, გულმკერდსა და ფეხებზე შეგვიძლია მივამაგროთ სალას ნაჭრები. ინდაური უნდა ვწვათ 2 ½ - 4 ½ საათის განმავლობაში მისი ზომიდან გამომდინარე. წვისას ინდაურს ხშირად უნდა ვასხათ გამოყოფილი წვენი. როდესაც ხორცი სრულიად დარბილდება, ინდაური მზადაა. ის უნდა ვწვათ დაბალ ცეცხლზე, წვის დასრულებამდე 30 წუთით ადრე სალას ნაჭრები უნდა მოვაშოროთ. მასალა: 6-8 პორციაზე 1 ინდაური მარილი, პილპილი მარგარინი სალას ნაჭრები შიგთავსისათვის 100 გრამი შებრაწული საფანელი 100 გრამი ფქვილი კაკლის ზომის დროჟი 2 ცალი კვერცხი ინდაურის წვრილად დაჭრილი შიგნეული 1 ჩაის კოვზი მაიორანი ლიმონის ცედრა დანის პირზე 1 თავი გახეხილი ხახვი ფხვნილი "კერი" (ან სხვა სანელებლები) დანის პირზე 1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ოხრახუში 2-3 სუფრის კოვზი არაჟანი ან იოგურტი მარილი, პილპილი