კატალოგი
ღორის ფეხები მჟავე კომბოსტოსა და მუხუდოსთან ერთად
| ბეჭდვა |
მუხუდო გავარჩიოთ, გავავლოთ ცივ წყალში, დავამატოთ მაიორანი და მარილი და ყველაფერი ერთად ვხარშოთ დარბილებამდე. ღორის ფეხები მოვხარშოთ მცირე რაოდენობის წყალში ხახვთან, დაფნის ფოთოლთან და ღვიის მარცვლებთან ერთად, ვხარშოთ 1 საათის განმავლობაში. შემდეგ დავამატოთ მჟავე კომბოსტო, ღორის ფეხები დავაწყოთ ზემოდან და ყველაფერი ერთად ვხარშოთ კიდევ ნახევარი საათის განმავლობაში. მუხუდო გავატაროთ საწურში (რომ დაისრისოს) და მოვათავსოთ თეფშზე მჟავე კომბოსტოსა და ღორის ფეხებთან ერთად. კერძთან ერთად შეგვიძლია სუფრაზე მივიტანოთ მოხარშული კარტოფილი და მდოგვი.
მასალა:
4 საშუალო ზომის ღორის ფეხი
375 გრამი გასუფთავებული მწვანე მუხუდო
1 კილოგრამი მჟავე კომბოსტო
1 თავი ხახვი
ღვიის რამდენიმე მარცვალი
1 ცალი დაფნის ფოთოლი
1 ჩაის კოვზი მაიორანი
მარილი
პოპულარული რეცეპტი

ბუტერბროდები...

კარტოფილის ფქვილი გავხსნათ ½ ჭიქა ც...

4 სუფრის კოვზი გახეხილი შოკოლადი გა...

ხურტკმელი ვხარშოთ დარბილებამდე, დავ...

ბალი გადავარჩიოთ, გავრეცხოთ და ფრთხ...

გავასუფთავოთ ხახვი, დავჭრათ საკმაოდ...


